8/05/2011

კლიფ ჯონსი (უელსი, ტოტენჰემი) - 60-იანების გიგზი

ინფორმაცია განსჯისათვის:

  • ის თანაბრად ძლიერად თამაშობდა მარცხენა და მარჯვენა გარემარბს.
  • თავის დროზე ითვლებოდა საუკეთესო მარცხენა გარემარბად მსოფლიოში. 60-იანების პირველ ნახევარში მასზე უკეთესი ევროპაში მხოლოდ ხენტო თუ იყო, დიდ ბრიტანეთში კი ყველას მთელი თავით აღემატებოდა.
  • ვირტუალურად ის არამარტო უელსის ნაკრების ყველა დროის სიმბოლურში მოხვდებოდა, არამედ მისი მოხსენიება შეიძლება სრულიად დიდი ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო გარემარბთა შორის. ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ ბესტი, გიგსი თუ კლიფ ბასტინი
  • იყო ლეგენდარული ნიკოლსონის ,,ტოტენჰემის” შემტევი, ლამაზი თამაშის სიმბოლო. არა სიტყვაზე გრივსის, არამედ ჯონსის ფეხბურთთან ასოცირდებოდა ,,მამლების” თამაში უცხოეთში.
  • 61 წელს ესპანეთში მოხვედრილ კლიფ ჯონსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ იმდროინდელი ფლაგმანი ,,რეალი” და კატალონური ,,ბარსელონა”. კლიფი არ იყო წინააღმდეგი ესპანეთში გადასვლისა, მითუმეტეს მას არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ, თუმცა თავისი კლუბის ერთგულმა ესპანელებს ჯერ ,,ტოტენჰემის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკა ,,ურჩია” - ტრანსფერი არ შედგა.
  • მისი ,,ტოტენჰემი" გახდა პირველი გუნდი მსოფლიოში, რომელმაც ,,დუბლი” მოიგო.  მაშინდელი 31 გამარჯვება ჩემპიონატში დღესაც რეკორდია. იყო პირველი ბრიტანული კლუბი რომელმაც ევროპული ჯილდო (თასების თასი) მოიპოვა. 1 წლით ადრე, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მომავალ გამარჯვებულ ,,ბენფიკასთან” უდაძაბულეს ბრძოლაში წააგო (ინგლისელებს ნამდვილად არ გაუმართლათ და გარდა ამისა 2 თამაშში 3 გოლი არ ჩაუთვალეს. კლიფსაც შეეძლო შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა, თუმცა ააცილა)
  • თასების თასის ფინალში იმდროინდელი ერთ-ერთი გრანდის, ,,ატლეტიკოს” 5:1 რბევაში ესპანელებისთვის ყველაზე საბედისწერო მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია. იგი სისწრაფით და არტისტული თამაშით მთელი შეხვედრა უშანსოდ ტოვებდა მადრიდელთა მცველებს.
  • იყო ერთ-ერთი ლიდერი ,,უელსის” ნაკრების, რომელიც პირველად და უკანასკნელად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და სიკვდილის ჯგუფიდანაც კი გავიდა (ჯგუფში იყვნენ მომავალი ჩემპიონი ბრაზილია, ფინალისტი შვედეთი და ბრაზილიასთან ერთად უპირველესი ფავორიტი უნგრეთი). უელსი ,,ფლეი-ოფში” მთელი თამაში უძალიანდებოდა ბრაზილიას, თუმცა პელეს ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე დიდი არეულობის შემდეგ მაინც გავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე იჯდა უელსის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჯონ ჩარლზი.


დასკვნის სახით: კლიფ ჯონსი გიგზთან, ლეიტონ ჯეიმსთან და ბილი მერედიტთან ერთად აღიარებულია უელსური ფეხბურთის საუკეთესო გარემარბად. მას ახასიათებდა ,,თავხედური” შეჭრები საჯარიმო მოედანში და საკმაოდ იშვიათად თამაშობდა თავის შესაძლებლობებზე ცუდად. ის ნაკლებად ბრწყინავდა მაშინ, როდესაც მეურვეები მას ჯარიმებით სისხლს უშრობდნენ.
ერთ-ერთი უელსური გამოცემის გამოკითხვით კლიფი მარცხენა გარემარბებში მხოლოდ თანამედროვე სიმბოლოს, რაიან გიგზს ჩამორჩა. 

No comments:

Post a Comment