8/14/2011

იტალიის ყველა დროის ნაკრები vs იტალიაში მოთამაშე უცხოელთა ნაკრები

მეკარე: დინო ძოფი (იუვენტუსი) (ალტერნატივა: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი/პარმა)
მარჯვენა მცველი:   ბეპე ბერგომი (ინტერი) (ალტ.: ჯენტილე (იუვენტუსი) ან ბურნიჩი (ინტერი)
მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი (მილანი)
ცენტრალური მცველი: ფრანკო ბარეზი (მილანი)
ცენტრალური მცველი: გაეტანო შირეა (იუვენტუსი)
ცენტრალური მცველი: ჯაჩინტო ფაკეტი (ინტერი)
,,საყრდენი” ნახევარმცველი: მარკო ტარდელი (იუვენტუსი) (ალტ: რომეო ბენეტი (მილანი/იუვენტუსი)
,,შუა” ნახევარმცველი: სანდრო მაცოლა (ინტერი)
შემტევი ნახევარმცველი: ჯანი რივერა (მილანი)
მეორე ფორვარდი: ვალენტინო მაცოლა (ტორინო)
თავდამსხმელი: ჯუზეპე მეაცა (ინტერი) (ალტ. რობერტო ბაჯო (იუვენტუსი/ფიორენტინა)
შეცვლაზე: ჯიჯი რივა (კალიარი), ბრუნო კონტი (რომა), ჯამპიერო ბონიპერტი (იუვენტუსი)
რეზერვი: პიოლა (ლაციო), ანტონიონი (ფიორენტინა), კანავარო (იუვენტუსი/პარმა), ტოტი (რომა)
მწვრთნელი: ვიტორიო პოცო (ტორინო) (ალტ. მარჩელო ლიპი (იუვენტუსი)

ვის რამდენი წარმომადგენელი ჰყავს კლუბის მიხედვით:
იუვენტუსი 10
ინტერი 5
მილანი 4
ტორინო/ფიორენტინა/პარმა 2

,,სერია ა”-ში მოთამაშე უცხოელთა ყველა დროის ნაკრები:
მეკარე: ნელსონ დიდა (მილანი, ბრაზილია) (ალტ.:  ჟულიო სეზარი (ინტერი, ბრაზილია) ან ტაფარელი (პარმა, ბრაზილია)
მარჯვენა მცველი: ხავიერ ძანეტი (ინტერი) (ალტ. კაფუ (რომა\მილანი, ბრაზილია)
მარცხენა მცველი: კარლ-ჰაინც შნელინგერი (მილანი, გერმანია)  (ალტ. ბრემე (ინტერი, გერმანია)
ცენტრალური მცველი: ლილიან ტურამი (იუვენტუსი, საფრანგეთი) (ალტ. კოლერი (იუვენტუსი, გერმანია)
ცენტრალური მცველი: მარსელ დესაი (მილანი, საფრანგეთი) (ალტ. კროლი (ნაპოლი) ან პასარელა (ფიორენტინა)
,,საყრდენი” ნახევარმცველი: ფრანკ რაიკარდი (მილანი, ჰოლანდია) (ალტ: ლუის მონტი (იუვენტუსი, არგენტინა, დავიდსი (იუვენტუსი) ან ტონინიო სერეზო (სამპდორია)
,,შუა” ნახევარმცველი: ლოთარ მათეუსი (ინტერი, გერმანია) (ალტ: ფალკაო (რომა, ბრაზილია), ოცვირკი (სამპდორია, ავსტრია) ან ზეედორფი (მილანი, ჰოლანდია)
შემტევი ნახევარმცველი: სუარესი თუ სკიაფინო რუი კოშტა თუ ჰალერი ლიდჰოლმი თუ ზიდანი ა.შ. მოუთავსებლობის გამო როცა იქნება სხვანაირად, გაფართოებულად წარმოვადგენ. ახლა ეს ,,სერია” წყდება, მალე წაიშლება.
მარჯვენა გარემარბი:
მარცხენა გარემარბი:
თავდამსხმელი:
შეცვლაზე:
რეზერვი:
მწვრთნელი:

8/11/2011

ესპანეთი vs კატალონია vs ბასკეთი

ესპანეთის ყველა დროის ნაკრები:

მეკარე: იკერ კასილასი (რეალი)
მარჯვენა მცველი: სერხიო რამოსი (რეალი) (ალტ.: მიგელ ჩენდო (რეალი)
მარცხენა მცველი: ხოსე ანტონიო კამაჩო (რეალი)
ცენტრალური მცველი: მიგელი (ბარსელონა) (ალტ. მანუელ სანჩის უმცროსი (რეალი) ან მიგელ ანხელ ნადალი (ბარსელონა)
ცენტრალური მცველი: ფერნანდო იერო (რეალი) - კაპიტანი
,,საყრდენი” ნახევარმცველი: ხოსე პირი (რეალი)
,,შუა” ნახევარმცველი: ლუის დელ სოლი (რეალი, იუვენტუსი) (ალტ.: ანტონიო პუჩადესი (ვალენსია), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), მიჩელი (რეალი), ვიქტორ მუნიოსი (სარაგოსა/ბარსელონა), ხუან სენიორი (სარაგოსა) ან გილერმო ამორი (ბარსელონა)
შემტევი ნახევარმცველი: ლუისიტო სუარესი (ბარსელონა/ინტერი)
მარჯვენა გარემარბი: ამანსიო (რეალი) (ალტ. ხოსე უფარტე (ატლეტიკო) ან ხოაკინ პეირო (ატლეტიკო/რომა)
მარცხენა გარემარბი: პაკო ხენტო (რეალი)
თავდამსხმელი: რაული (რეალი) (ალტ. ემილიო ბუტრაგენიო (რეალი) ან დავიდ ვილია (ვალენსია/ბარსელონა)
შეცვლაზე: ლუის ენრიკე (ბარსელონა/რეალი), სანტილიანა (რეალი), კასტრო კინი (ბარსელონა/ხიხონი)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე (რეალი) (ალტ. მიგელ მუნიოსი (რეალი), ლუის არაგონესი (ატლეტიკო) ან ხოსე ვილიალონგა (რეალი/ატლეტიკო)

კატალონიის ყველა დროის ნაკრები:

მეკარე: რიკარდო ზამორა (ესპანიოლი/რეალი) - კაპიტანი
მარჯვენა მცველი: კარლეს პუიოლი (ბარსელონა)
მარცხენა მცველი: ხოსეპ სეგერი (ბარსელონა)
ცენტრალური მცველი: გუსტაუ ბიოსკა (ბარსელონა) (ალტ.: ფერან ოლიველია (ბარსელონა)
ცენტრალური მცველი:  ჟოან სეგარა (ბარსელონა) - კაპიტანი  
,,საყრდენი” ნახევარმცველი: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა)
,,შუა” ნახევარმცველი: ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)
შემტევი ნახევარმცველი: პეპ სამიტიერი (ბარსელონა)
მარჯვენა გარემარბი: ესტანისლაო ბასორა (ბარსელონა) (ალტ.: მარტი ვენტოლრა (ბარსელონა)
მარცხენა გარემარბი: ემილიო საგიბარბა (ბარსელონა)
თავდამსხმელი: ხოსეპ ესკოლა (ბარსელონა)
შეცვლაზე: სესკ ფაბრეგასი (არსენალი), ხოსეპ მარია ფუსტე (ბარსელონა), რეშაკი (ბარსელონა)
მწვრთნელი: რომა ფორნსი (ბარსელონა) (ალტ. პაკო ბრუ (ბარსელონა/რეალი/პერუ) ან პეპ გვარდიოლა (ბარსელონა)

ბასკეთის ყველა დროის ნაკრები:

მეკარე: ანდონი სუბისარეტა (ბარსელონა/ბილბაო) (ალტ.: ირიბარი (ბილბაო) ან არკონადა (სოსიედადი)
მარჯვენა მცველი: სირიაკო ერასტი (რეალი) (ალტ.: ანდონი გოიკოეჩეა (ბილბაო) ან ხულიო ოლარტიკოეჩეა (რასინგი)
მარცხენა მცველი: ხოსე მარია სარაგა (რეალი) (ალტ. ბიქსენტ ლიზარაზუ (ბავარია)
ცენტრალური მცველი: ხესუს გარაი (ბარსელონა/ბილბაო)
ცენტრალური მცველი: ჟასინტო კინკოსესი (რეალი/ალავესი) - კაპიტანი

,,საყრდენი” ნახევარმცველი: ხოსე მარია ბელაუსტე (ბილბაო) (ალტ. ინასიო ზოკო (რეალი) ან დიდიე დეშამი (იუვენტუსი/მარსელი)
,,შუა” ნახევარმცველი:  ხაბი ალონსო (სოსიედადი/ლივერპული/რეალი) (ალტ.: ხოსე მუგუერსა (ბილბაო) ან რობერტო ეჩებარია (ბილბაო)
შემტევი ნახევარმცველი: ხოსე მარი ბაკერო (ბარსელონა, ბილბაო) (ალტ. მენდიეტა (ვალენსია)
მარჯვენა გარემარბი: ხუან არსა (სევილია) (ალტ. რამონ დე ლა ფუენტე (ბილბაო)
მარცხენა გარემარბი: აგუსტინ გაინსა (ბილბაო) (ალტ. გილერმო გოროსტისა (ბილბაო)
თავდამსხმელი: ტელმო ზარა (ბილბაო) (ალტ.  რაფაელ ,,პიჩიჩი” (ბილბაო)
შეცვლაზე: ისიდრო ლანგარა (ოვიედო/სან ლორენსო), ბატა (ბილბაო), მუნდო (ვალენსია)
მწვრთნელი: ლუის ფერნანდესი (პსჟ/ბილბაო) (ალტ. ალბერტო ორმაეჩეა (სოსიედადი), კლემენტე (ბილბაო) ან ირურეტა (დეპორტივო)

,,სელექცია” არ არის დასრულებული. ზამორაც შეიძლება ,,გადავიდეს” ესპანეთის ნაკრებში, კატალონიაში კი რამალეტსი ,,ჩაჯდეს”. მალე დაემატება რეზერვები და ცვლილებებიც იქნება.

8/10/2011

ინგლისი vs დანარჩენი ბრიტანეთი vs პრემიერლიგის უცხოელთა ნაკრები




ინგლისის ყველა დროის ნაკრები:

მეკარე: გორდონ ბენქსი (ლესტერი/სტოკი)
მარჯვენა მცველი: ჯიმი არმფილდი (ბლექპული)
მარცხენა მცველი: ედი ჰეპგუდი (არსენალი)
ცენტრალური მცველი: ბობი მური (ვესტ ჰემი) - კაპიტანი
ცენტრალური მცველი: ბილი რაიტი (ვულვზი)
,,საყრდენი” ნახევარმცველი: დანკან ედვარდსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
,,შუა” ნახევარმცველი: ბრაიან რობსონი (მან. იუნაიტედი)
შემტევი ნახევარმცველი: ბობი ჩარლტონი (მან. იუნაიტედი)
მარჯვენა გარემარბი: სტენლი მეტიუზი (სტოკი, ბლექპული)
მარცხენა გარემარბი: ტომ ფინი (პრესტონი)
თავდამსხმელი: ჯიმი გრივსი (ჩელსი/ტოტენჰემი) (ალტერნატივა.: კევინ კიგანი (ლივერპული), დიქსი დინი (ევერტონი) ან ტომი ლოუტონი (ევერტონი)
შეცვლაზე: ლოფტჰაუსი (ბოლტონი), ჯონი ჰეინსი (ფულემი), კლიფ ბასტინი (არსენალი)
მწვრთნელი: ბრაიან კლაფი (ნოტინგემი) (ალტ.: ჯეიმს ჰოგანი (ასტონ ვილა) ან ჰერბერტ ჩეპმენი (არსენალი)

დანარჩენი ბრიტანეთის ყველა დროის ნაკრები:

მეკარე: პატ ჯენინგსი (ჩ. ირლანდია, ტოტენჰემი/არსენალი)
მარჯვენა მცველი: დენი მაკგრეინი (შოტლანდია, სელტიკი)
მარცხენა მცველი: დენის ირვინი (ირლანდია, მან. იუნაიტედი)
ცენტრალური მცველი: ალან ჰანსენი (შოტლანდია, ლივერპული)  - კაპიტანი
ცენტრალური მცველი: ჯონ ჩარლზი (უელსი, ლიდსი/იუვენტუსი)
,,საყრდენი” ნახევარმცველი: დეივ მაკეი (შოტლანდია, ტოტენჰემი) (ალტ.: როი კინი (ირლანდია, მან. იუნაიტედი) ან გრემ სუნესი (შოტლანდია, ლივერპული)
,,შუა” ნახევარმცველი: დენი ბლენჩფლაუერი (ჩ. ირლანდია, ტოტენჰემი)
შემტევი ნახევარმცველი: ალექს ჯეიმსი (შოტლანდია, არსენალი) (ალტ.: ლიამ ბრედი)
მარჯვენა გარემარბი: ჯიმი ჯონსტონი (შოტლანდია, სელტიკი)
მარცხენა გარემარბი: ჯორჯ ბესტი (ჩ. ირლანდია, მან. იუნაიტედი)
თავდამსხმელი: დენის ლოუ (შოტლანდია, მან. იუნაიტედი)
შეცვლაზე: დალგლიში (შოტლანდია, ლივერპული), ბილი ლიდელი (შოტლანდია, ლივერპული), გიგზი (უელსი, მან. იუნაიტედი)
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია, მან. იუნაიტედი) (ალტ. მატ ბასბი (შოტლანდია, მან. იუნაიტედი) ან შენკლი (შოტლანდია, ლივერპული)

პრემიერლიგის უცხოელთა ყველა დროის ნაკრები:
 
მეკარე: პიტერ შმეიხელი (დანია, მან. იუნაიტედი)  - კაპიტანი
ცენტრალური მცველი: იაპ სტამი (ჰოლანდია, მან. იუნაიტედი)
ცენტრალური მცველი: მარსელ დესაი (საფრანგეთი, ჩელსი)
ცენტრალური მცველი: სემი ჰიიპია (ფინეთი, ლივერპული) (ალტ.: იან მიოლბიუ (დანია, ლივერპული)
,,საყრდენი” ნახევარმცველი: კლოდ მაკელელე (საფრანგეთი, ჩელსი)
,,შუა” ნახევარმცველი: პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი, არსენალი)
,,შუა” ნახევარმცველი: ოსვალდო არდილესი (არგენტინა, ტოტენჰემი) (ალტ.: მაიკლ ესიენი (განა, ჩელსი)
მარჯვენა თავდამსხმელი: ერიკ კანტონა (საფრანგეთი, მან. იუნაიტედი)
მარცხენა თავდამსხმელი: ტიერი ანრი (საფრანგეთი, არსენალი)
მეორე ფორვარდი: დენის ბერხკამპი (ჰოლანდია, არსენალი)
ცენტრალური თავდამსხმელი: რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია, მან. იუნაიტედი)
შეცვლაზე: კრისტიანო რონალდო (პორტუგალია, მან. იუნაიტედი), პირესი (საფრანგეთი, არსენალი), ძოლა (იტალია, ჩელსი)
მწვრთნელი: ჟოზე მაურინიო (პორტუგალია, ჩელსი) (ალტ.: არსენ ვენგერი (საფრანგეთი, არსენალი)


კლუბის მიხედვით ყველაზე მეტი წარმომადგენელი:
მან. იუნაიტედი - 16
არსენალი 11
ლივერპული 8
ჩელსი 7
ტოტენჰემი 6


სტოკი/ბლექპული/ევერტონი/სელტიკი 2

ეროვნების მიხედვით ყველაზე მეტი წარმომადგენელი:
ინგლისი 17
შოტლანდია 11
საფრანგეთი 7
ჩ. ირლანდია/ჰოლანდია 3
უელსი/დანია/პორტუგალია 2
ირლანდია 1 

8/09/2011

ხოსე მანუელ მორენო (არგენტინა, რივერ პლეიტი) - ,,პირველი დი სტეფანო”

ინფორმაცია განსჯისათვის:
  
  • მორენო არის კოპა ამერიკის, უძველესი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.
  • მორენო გახლავთ ,,რივერ პლეიტის” საუკუნის მოთამაშე.
  • მორენო დასახელებულია არგენტინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 
  • IFFHS-ს ვერსიით არის არგენტინის მე-3 ფეხბურთელი ისტორიაში (მარადონას და დი სტეფანოს შემდეგ). სამხრეთ ამერიკაში კი მე-5 ადგილი უკავია (მის წინ არიან მხოლოდ პელე, მარადონა, დი სტეფანო და გარინჩა)
  • იგივე IFFHS-ის ვერსიით მორენო ყველა დროის და ყველა ეროვნების მოთამაშეთა ჩამონათვალში 25-ე ადგილზეა. იმ ფეხბურთელთაგან ვისაც არასდროს უთამაშია ევროპაში, მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე უმაღლესი ადგილია. 
  • საუკეთესო სეზონები ჰქონდა 38-ში (32 გოლი 31 თამაშში შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან და ახალგაზრდა ხოსემ თავის გუნდში თვით ლეგენდარულ ცენტრ-ფორვარდ ბერნაბე ფერეირას (ვისი რჩევითაც აიყვანეს ,,რივერში”) გაასწრო. 41-ში (თეორიულად თუ ვიტყვით იმ პერიოდში ,,ოქროს ბურთის” არსებობის შემთხვევაში ალბათ იგი მოიგებდა), 42-ში (იგივე რაც 41-ში) და 47-ში (დაასახელეს კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ)
  • არგენტინამ უაზრო მიზეზით თქვა უარი 38 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე (არგენტინის ნაკრები უძლიერესად ითვლებოდა მსოფლიოში და იმ წელს სხვათა გარდა ყავდა საუკეთესო ფორმაში მყოფი მსოფლიო დონის 3 მოთამაშე: სასტრე, ბერნაბე ფერეირა და ახალგაზრდა მორენო. თავდასხმას ,,ტორნადოს” უწოდებდნენ). 42-ში და 46-ში კი ომმა კაცობრიობას წაართვა შესაძლებლობა დამტკბარიყო ხოსე მანუელ მორენოს არტისტული თამაშით.
  • არგენტინა ,,კაპრიზების” გამო უარს ამბობდა ოლიმპიადაზე და ზოგჯერ იმ დროს პრიორიტეტულ კოპა ამერიკაზეც კი არ მიდიოდნენ (იმ წლებში ურუგვაი, ბრაზილია და სხვები თითქმის ყოველთვის უძლიერეს გუნდებს აგზავნიდნენ. 
  • მორენომ სამჯერ მოიგო ,,კოპა ამერიკა” და 5-ჯერ არგენტინის ვარსკვლავური ჩემპიონატი.
  • მორენო 4 ქვეყანაში გამხდარა ჩემპიონი - შედეგი, რომელიც მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიმეორეს ვეამ თუ რივალდომ (და არავის გაუუმჯობესებია). 
  • არგენტინაში მარადონას გამოჩენამდე მორენო ითვლებოდა უპირობო ნომერ პირველ ფეხბურთელად ყველა დროის (დი სტეფანოს ,,მოღალატეობის” გამო არ განიხილავდნენ). 
  • მექსიკაში მორენომ იმხელა კვალი დატოვა, რომ დღესაც აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ვისაც იქ ფეხი დაუდგამს (ხოსე მანუელი ლეგენდარულ ბასკ ისიდრო ლანგარასთან და მექსიკის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელ დე ლა ფუენტესთან ერთად არბევდა კონკურენტებს. მათი კლუბს ასახელებენ ყველა დროის 3 საუკეთესო მექსიკურ კლუბს შორის). სწორედ მექსიკაში შეარქვას მას მეტსახელი ,,ელ ჩარრო” (იქაური ,,კოვბოი”)
  • კოლუმბიაში უკვე ,,ვეტერანმა” მორენომ სასწაული შეძლო და ჩემპიონატის მიწურულს გადაასწრო ,,მილიონარიოსს”, სადაც ბრწყინავდნენ არგენტინის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელში მყოფი დი სტეფანო და პედერნერა. კოლუმბიაში დღემდე მოიხსეინება მორენოს სახელი გუნდის ,,გამამხნევებელ” სიმღრებში..
  • ჩილეში მორენო ლეგენდარულ მეკარე სერხიო ლივინგსტონთან ერთად გახდა ჩემპიონი. ახლახანს ჩილეს ცნობილ გამოცემა ,,ელ მერკურიოში” ჩატარებული გამოკითხვით, მორენო აღიარებულ იქნა ყველაზე დიდ უცხოელად ვისაც ჩილეში უთამაშია. 33 წლის მორენოს ჩილეში გადაყვანას დიდი სკანდალი მოყვა, მასში იმ დროისთვის საარაკო თანხა გადაიხადეს, როგორც ამბობენ იმის შემდეგ დღემდე იქაურ კლუბებს არცერთ უცხოელ ფეხბურთელში არ გადაუხდიათ მეტი.
  • მორენომ ურუგვაიში თამაშისას გავარდნის კანდიდატი გუნდი ლიდერებში გაიყვანა. იქაც, ბევრი ,,ძველი” გულშემატკივარი თვლის, რომ ასეთი უცხოელი მოთამაშე მათ ჩემპიონატში არასდროს გამოჩენილა.
  • მორენომ გავარდნისგან იხსნა თავისი ბავშვობის ,,სალოცავი” ,,ბოკა ხუნიორსი” (ეს არც შემდეგში დაუმალავს ,,რივერის” გულშემატკივრების კერპს), თუმცა ბავშვობაში ის ,,ბოკას” მე-5 გუნდის მწვრთნელმა ,,დაიწუნა” 2 გოლის მიუხედავად).
  • ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ურუგვაის ყველა დროის უდიდესმა კაპიტანმა ობდულიო ვარელამ, გაბეზრებულმა მორენოს და ენრიკე გარსიას (მითიური დუეტი ნაკრებში) ,,მასხრობით” ლეგენდარულ მწვრთნელ სტაბილეს მიაძახა ,,ან შეწყვიტონ ჩემთან ასეთი თამაში ან საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ”
  • მორენოს, რომელიც სულაც არ იყო ,,გოლზე დაგეშილი” (განსხვავებით უმრავლესობა ვარსკვლავებისა იმ დროიდან) და თამაშობდა საკმაოდ უკან, ამხანაგურების ჩათვლით გატანილი აქვს 850 გოლი 950 თამაშში (არცერთი პენალტიდან). იმ დროს საგოლე პასებს არ ითვლედნენ, არადა როგოც ამბობენ ამ მონაცემში მისთვის ძნელად რომ ვინმეს კონკურენცია გაეწია.
  • ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მორენოს თვლის: ,,ადრე მე ბევრი მჯობდა, ამის გამეორებით არ დავიღლები. მორენო ჩემი კერპი იყო, ვინ ვარ მე მასთან შედარებით? ის იყო არტისტი ყველაფერში - ფეხბურთში, პირად ცხოვრებაში, კინოში, თეატრში, ცეკვაში...10 წლით იყო ჩემზე უფროსი. ერთხელ როდესაც ჩემპიონატის გადამწყვეტ თამაშს ვთამაშობდით, გამოსვლისას მას რკინის ბოქლომი მოარტყეს თავში, მე ვეუბნები ,,მკვეხარა, - მოფერებით ასე მხოლოდ მე ვეძახდი მას - სისხლისგან იცლები” ,,ყველგან სისხლია მკვეხარავ” მან მიპასუხა ,,გაჩუმდი, ფეხბურთელი არასდროს უნდა ნებდებოდეს”. ამ მოვლენამ ახალგაზრდა ალფრედოზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მომავალში არასდროს ტოვებდა მოედანს, როგორი ტრავმაც არ უნდა მიეღო.
  • ,,რეალში” დებიუტისას დი სტეფანო 27 წლის იყო, ჩამოყალიბებული, საუკეთესოდ განსწავლული მორენოს თუ სასტრეს თამაშებზე. მხოლოდ საბოლოო ტრიუმფი აკლდა, რასაც მალევე მიაღწია. დონ ალფრედო ყოველთვის აღნიშნავდა მორენოს დახმარებას მოედანზე და მის მიღმა.იგი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა დი სტეფანოზე, რომ პირველი შეხვედრისას მორენოს მიერ ნათქვამი ,,4 წინადადება” ზუსტად ახსოვს. დი სტეფანოს თქმით კრუიფის გარდა არ არსებობდა შემტევი, რომელსაც ასეთი გავლენა ჰქონდა წინა და უკანა ზონებში ერთდროულად.
  • მორენო თამაშობდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიადესი გუნდის ,,მანქანა-რივერის” (პირველი გუნდი რომელიც ,,ტოტალურ ფეხბურთს” ,,იყენებდა”) შემადგენლობაში. სწორედ იმდროინდელ 5 ფორვარდს უწოდებდნენ ,,მანქანას”, ჯერ ,,პირველი თაობა” ბრწყინავდა (სადაც მორენო ყველაზე ახალგაზრდა იყო) შემდეგ მეორე და უფრო ცნობილი, მორენოს დირიჟორობით. იყო მესამე ბრწყინვალე ხუთეულიც, სახელად ,,ლა ელექტრიკა”, უკვე ახალგაზრდა დი სტეფანოსთან ერთად ნაკრებში, მაშინ მათ ,,კოპა ამერიკა” მოიგეს (47 წელს). 
  • ,,მანქანამ” (მორენო-პედერნერა-ლაბრუნა-ლოუსტაუ-მუნიოსი) მხოლოდ 18 თამაში გამართა ერთად და სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში. ეს იყო გუნდი სადაც ყველა ჩამოდიოდა უკან და ყველა მიდიოდა წინ. მორენო მათგან ყველაზე სახელგანთქმული და ,,ავარდნილიც” იყო. ის ,,ხელით სატარებელი” პიროვნება გახლდათ, არ შეეძლო უარი ეთქვა ,,ღამის ცხოვრებაზე”, ამბობენ რომ  თამაშის წინაც კი სვამდა და თამაშობდა მხოლოდ მაყურებლის სიამოვნებისთვის. მას აღმერთებდნენ სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში და ეს მაშინ,  როდესაც ინფორმაციის ფართოდ გავრცელება თითქმის შეუძლებელი იყო.
  • მორენოს უწევდა თამაში მაშინ, როცა უდიადესი არგენტინელი ფეხბურთელები კაშკაშებდნენ - 30-იანებში სასტრე და სხვები, 40-იანებში ფანტასტიკური ფეხბურთელების პლეადა (ორი საუკეთესო თაობა არგენტინელთა ისტორიაში: ,,ფეხბურთის მეფენი”) და მათი ,,გვირგვინი” მორენო გახლდათ, 50-იანებში დი სტეფანო, 60-დან კი სივორი. ზოგჯერ ამბობენ, რომ თუ 60-იანი წლების შემდგომი ყველა დროის არგენტინის წარმოსახვითი ნაკრები შეხვედროდა 60-იან წლებამდე არგენტინის ნაკრებს - ორმაგი ანგარიშით წააგებდნენ, უბრალოდ მარადონას ყოველ გოლს მორენო თუ დი სტეფანო ორ-ორით უპასუხებდნენო. ,,ბურთით თამაშის მომგონები” - დონ ალფრედოს სიტყვები 30-40-იანი წლების მითიურ ფეხბურთელებზე.
  • მორენოს ძალიან უყვარდა კაბარეები. ის ყოველ ღამეს მამამისთან ერთად იქ ატარებდა, ცეკვავდა ტანგოს, მღეროდა, უკრავდა, სვამდა ვისკის...ხოლო როდესაც მან 1 კვირის განმავლობაში ,,რივერის” დაჟინებული მოთხოვნით ,,მარხვა შეინახა”, თავისი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ,,ჩარრომ” სმა განაახლა, ,,რივერმა” კი ის 9 თამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ფეხბურთელებმა მორენოს მხარე დაიჭირეს და ,,რივერს” მთელი ის პერიოდი დამწყები ფეხბურთელებით უწევდა ფონს გასვლა.
  • ,,რივერის” ლეგენდარული სტადიონი ,,მონუმენტალი” მხოლოდ ორ ფეხბურთელს ეგებებოდა ფეხზე დამდგარი: დი სტეფანოს და მორენოს
  • მორენო ,,შეესწრო” მარადონას პირველ ბრწყინვალე თამაშებს. ის აგრეთვე დატკბა 78 წლის, არგენტინისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონობით, რის შემდეგაც 62 წლის ასაკში წარსულში ,,ბოჰემური” ცხოვრების გამო წარმოქმნილ, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა. 
  • ,,რივერის” გავარდნიდან ცოტა ხანში, ,,მონუმენტალის” სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მიერ წაყვანილ ,,რივერის” 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ბეტო ალონსოსგან მის მეგობარს მიუვიდა მესიჯი, რომელიც მას გულის შეტევამდე რამდენი წუთით ადრე დაეწერა: ,,ჩარრო მორენოს აჩრდილი ამათ არასდროს არ მოასვენებს”

დასკვნის სახით: მორენო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. მსოფლიო ომების თუ არგენტინის ფედერაციის ხელმძღვანელთა გაუთავებელი პროტესტების გამო სამხრეთ ამერიკის ყველაზე გაკერპებული მოთამაშე (1950 წლამდე) მსოფლიომ ვერ იხილა. მისი შეყვანა თამამად შეიძლება 5 უდიადეს ფეხბურთელში, ვისაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა ის თავისუფლად შედის ისტორიაში 10 ყველაზე სრულყოფილ მოთამაშეთა ვირტუალურ სიაში. მას უწოდებდნენ ,,პირველ დი სტეფანოს”, გამომდინარე იქიდან რომ ის უკნიდან უკეთებდა ორგანიზებას თამაშს და ძლიერი იყო შავი სამუშაოს შესრულებაში. ზოგჯერ იგი მე-2 ფორვარდი იყო, ზოგჯერ შემტევი ნახევარმცველი, ზოგჯერ კი პოზიციურად კიდევ უფრო უკან. შეეძლო შეტევა როგორც მარცხენა (მარადონა) ისე მარჯვენა (დი სტეფანო) მხრიდან. მასზე ამბობენ, რომ ჰქონდა პელეს გამძლეობა, მარადონას ნიჭი და დი სტეფანოს შრომისმოყვარეობა.
განსაკუთრებით ძველი ფეხბურთელები (მათ შორის ლეგენდები) და გულშემატკივრები ამბობენ რომ მორენო იყო უკეთესი ვიდრე მარადონა თუ დი სტეფანო. ,,ელ ჩარრო” - ნაზავი ამ ორი უდიდესი ფეხბურთელისა და აერთიანებდა ორივეს საუკეთესო თვისებებს. ის ურტყამდა ორივე ფეხით, არა ძლიერად, მაგრამ უზუსტესად. შეუდარებელი იყო მეორე სართულზე ორთაბრძოლებში და თავით თამაშში. ფარავდა, იდეალურად გადაადგილდებოდა მთელ მოედანზე. უდიდესი შემქნელი, გადამწყვეტ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე, ტაქტიკურად თამაშში შეუდარებელი, საუკეთესო დრიბლინგი და ფინტები.
მორენო ხშირ შემთხვევაში არც კი ცდილობდა გოლის გატანას, ურჩევნოდა თანაგუნდელზე ეთამაშა. ასევე ხშირად ყოფილა შემთხვევა როცა შეტევის იოლად დასრულება საგოლე პასით შეეძლო, მაგრამ მაყურებლების გართობის მიზნით უფრო რთულად შესასრულებელ ილეთს მიმართავდა.
ცნობილია, რომ არგენტინაში შუახნის გულშემატკივრები საუკეთესოდ დი სტეფანოს თვლიან, ახალგაზრდები მარადონას, ხანდაზმული ხალხი კი უპირობოდ მორენოს.

    8/07/2011

    ვალენტინო მაცოლა (იტალია, ტორინო) - პირველი ,,ტოტალური” ფეხბურთელი

    ინფორმაცია განსჯისათვის:

    • ვალენტინო მაცოლა - ,,ტორინოს” უდიადესი მოთამაშე 30 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში თითქმის მთელ გუნდთან ერთად დაიღუპა. (,,დიდი ტორინო”) 
    • ,,კაპიტან ვალენტინოს” ,,ტორინოში” გადასვლიდან დაღუპვამდე 7 სეზონში ,,ტორო” 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და ის სეზონიც მე-2 მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა.
    • მის ,,ტორინოს” ეკუთვნის რეკორდი საშინაო წაუგებელ სერიაში: 43 წლიდან 49-მდე, ესე იგი მისი ტურინში გადასვლიდან სიკვდილამდე გუნდი სახლში დაუმარცხებელი გახლდათ. ალბათ არასდროს არსებულა მსგავსი დომინანტი კლუბი იტალიაში (თუ არ ჩავთვლით ,,5 სკუდეტოს იუვეს”) - ერთ-ერთი სეზონი კლუბმა მე-2 ადგილოსან ,,მილანზე” 16 ქულით მეტით დაამთავრა - რეკორდული სხვაობა, რომელიც ორიოდე წლის წინ დაამხო ,,ინტერმა”.
    • მაცოლა იტალიის ნაკრების კაპიტანიც გახლდათ. მაშინ მსოფლიოს ზედიზედ 2-გზის ჩემპიონთა ნაკრების ,,საბაზო გუნდი” ,,ტორინო” იყო (9-10 ფეხბურთელი ძირითადში) და ომის არარსებობის თუ ,,ტორინოს” არდაღუპვის შემთხვევაში იტალია ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნებოდა 42 და 46 (არგენტინასა და ინგლისთან ერთად).
    • ,,ტორინომდე” ახალგაზრდა ვალენტინომ ,,ვენეციას” იტალიის თასი მოაგებინა - დღემდე ერთადერთი ტიტული ,,ვენეციას” არსებობის ისტორიაში. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა - ასევე საუკეთესო, სენსაციური შედეგი ამ გუნდისთვის. 
    • მაცოლამ მხოლოდ 2 თასის მოგება მოასწრო 3 სეზონიდან (,,ტორინოში” პირველ წელსვე ,,დუბლი”). ომის გამო იმ წლებში თასი აღარ ჩატარებულა.
    • მის საპატივსაცემოდ ერთ-ერთ კლუბს ,,ვალენტინო მაცოლა” ჰქვია.
    • მისი სახელი იმდენად შორს იყო ,,გავარდნილი” რომ მაშინ ახალგაზრდა და შემდგომში ცნობილ ფორვარდ ალტაფინის გარკვეული მსგავსების გამო ბრაზილიაში ,,მაცოლას” ეძახდნენ.
    • ,,ილ კაპიტანოს” შვილი იყო ,,ინტერის” ლეგენდარული ფეხბურთელი სანდრო მაცოლა. ცოლთან გაყრის შემდეგ სანდრო ვალენტინოსთან დარჩა, მეორე შვილი კი დედასთან. ვალენტინოს რეგულარულად დაჰყავდა სანდრო ვარჯიშებზე და ,,ამეცადინებდა”. სამწუხაროდ დიდი კაპიტანი ვერ მოესწრო სანდრო მაცოლას გენიალურ თამაშს, მისი მეორე შვილის უდიდესი მიღწევა კი ,,სერია ა”-დან გავარდნას თუ ჩავთვლით. 
    • 10 წლის ვალენტინომ 6 წლის ანდრეა ბონომი სიკვდილს გადაარჩინა, პატარამ ფეხბურთის თამაში დაიწყო და შემდეგ ,,მილანის” კაპიტანიც გახდა.

    დასკვნის სახით: ვალენტინო ბევრის აზრით იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია - უფრო წინ, ვიდრე ჯუზეპე მეაცა, ბაჯო, რივერა თუ სანდრო მაცოლა. საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატში მეაცას დაწყებული ეპოქა (30-იანები) სწორედ მაცოლამ გააგრძელა და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ,,გამეფდა” ბონიპერტი, ის რასაც სხვებთან ერთად ბევრი წელი ამაოდ ცდილობდა სილვიო პიოლა. მეტად სამწუხაროა, რომ ვალენტინოს არ მიეცა შესაძლებლობა მსოფლიო თასზე თამაშის, ამის გარდა უკვე მის დროს ,,ჩამოყალიბებადი” ,,მილანის” ლეგენდარულ ტრიოსთან (ლიდჰოლმი-ნორდალი-გრენი) შეჭიდების შანსი. მით უფრო სამწუხაროა, რომ ვალენტინო პროგრესირებდა და ბოლო 2 სეზონი საუკეთესო გახლდათ მის კარიერაში.
    დღეს ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ფანტაზია მოვიშველიოთ თუ რას მიაღწევდა ,,ტორინო” ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. ან რას მიაღწევდა იტალიის ნაკრები 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ დროს ნაკრების ძირითადში 9-10 ,,ტორინოელი” თამაშობდა. ლეგენდარული მწვრთნელი ვიტორიო პოცო ,,ტორინოს” დაღუპვის შემდეგ აბსოლუტურად განიარაღებული აღმოჩნდა. რას მიაღწევდა მომავალში ,,ტოტალური” ,,ტორინო”? მითუმეტეს იქ რომ ყველა დროის ერთ-ერთი სრულყოფილი მოთამაშე კუბალა გადასულიყო? (ლასლო 49-ში ევროპის უპირველეს გრანდში (,,ვულვზთან” ერთად) კინაღამ ჩაირიცხა, ,,ბარსელონა” (და თავისთავად კუბალა, რომელმაც წინადადება არ მიიღო) კი ღმერთს მადლობას უნდა სწირავდეს რომ მომავალში თავისი საუკუნის ფეხბურთელი კატალონიაში გადავიდა და დაღუპულ თვითმფრინავში არ აღმოჩნდა - მოვლენა, რაც თავისუფლად შეიძლებოდა ასრულებულიყო, რადგან ,,ტორომ” კუბალა იმ ,,დათარსულ” რეისზე დაპატიჟა). - რას მიაღწევდა ,,ტოროს” 4-2-4 სათამაშო სისტემით და სტილით (ტაქტიკით, რომლითაც 58 წლის ფეოლას ბრაზილიამ სამუდამოდ გაითქვა სახელი). ანაც საერთოდ როგორი იქნებოდა იტალიური ფეხბურთი: ლაღი, შემტევი და სეზონში 125 გოლის გამტანი ,,ტორინოს” მყოლი ქვეყანა მიიღებდა შემდეგ ,,კატენაჩოს”?
    მაცოლა შეტევასაც უწევდა ორგანიზებას და დაცვასაც - .ტოტალური ფეხბურთელის” ერთ-ერთი პირველი ნიმუში. ამპლუით ის შემტევი ნახევარმცველი იყო, ზოგჯერ მე-2 ფორვარდიც. გარდა ფანტასტიკური შედეგიანობისა, შეეძლო კონტაქტურ ორთაბრძოლებში შესვლა, შავი სამუშაოს შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ტექნიკაზე, ელეგანტურ თამაშზე თუ ზუსტ პასებზე. ის ფაქტობრივად სრულყოფილი გახლდათ: ფიზიკურად ძლიერი, უძლიერესი და ზუსტი დარტყმები, სისწრაფე, პოზიციების ცვლა,  კრეატიულობა...ქარიზმატული ფეხბურთელი ნამდვილი ,,სულიერი ლიდერი” იყო თანაგუნდელების, საოცრად შეეძლო მოტივირება და ,,აყოლიება”.
    40-იანების ეს მოთამაშე უფრო თანამედროვე სტილის ფეხბურთს თამაშობდა და ყოველთვის ამბობდა, რომ იგებს 11 კაცი და არა მხოლოდ ერთი. მთელ დეკადაში მას ევროპაში ბადალი ძნელად თუ ყავდა. ვალენტინო თავისუფლად შედის იტალიის ყველა დროის 11 კაცში. ძალიან რთულია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მის პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელის დასახელება. თავის წლებში კი იგი მეტიუზთან, ხოსე მორენოსთან და ზიზინიოსთან ერთად აშკარად საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ მსოფლიოში. 

    8/05/2011

    კლიფ ჯონსი (უელსი, ტოტენჰემი) - 60-იანების გიგზი

    ინფორმაცია განსჯისათვის:

    • ის თანაბრად ძლიერად თამაშობდა მარცხენა და მარჯვენა გარემარბს.
    • თავის დროზე ითვლებოდა საუკეთესო მარცხენა გარემარბად მსოფლიოში. 60-იანების პირველ ნახევარში მასზე უკეთესი ევროპაში მხოლოდ ხენტო თუ იყო, დიდ ბრიტანეთში კი ყველას მთელი თავით აღემატებოდა.
    • ვირტუალურად ის არამარტო უელსის ნაკრების ყველა დროის სიმბოლურში მოხვდებოდა, არამედ მისი მოხსენიება შეიძლება სრულიად დიდი ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო გარემარბთა შორის. ფიგურებთან, როგორებიც იყვნენ ბესტი, გიგსი თუ კლიფ ბასტინი
    • იყო ლეგენდარული ნიკოლსონის ,,ტოტენჰემის” შემტევი, ლამაზი თამაშის სიმბოლო. არა სიტყვაზე გრივსის, არამედ ჯონსის ფეხბურთთან ასოცირდებოდა ,,მამლების” თამაში უცხოეთში.
    • 61 წელს ესპანეთში მოხვედრილ კლიფ ჯონსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ იმდროინდელი ფლაგმანი ,,რეალი” და კატალონური ,,ბარსელონა”. კლიფი არ იყო წინააღმდეგი ესპანეთში გადასვლისა, მითუმეტეს მას არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ, თუმცა თავისი კლუბის ერთგულმა ესპანელებს ჯერ ,,ტოტენჰემის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკა ,,ურჩია” - ტრანსფერი არ შედგა.
    • მისი ,,ტოტენჰემი" გახდა პირველი გუნდი მსოფლიოში, რომელმაც ,,დუბლი” მოიგო.  მაშინდელი 31 გამარჯვება ჩემპიონატში დღესაც რეკორდია. იყო პირველი ბრიტანული კლუბი რომელმაც ევროპული ჯილდო (თასების თასი) მოიპოვა. 1 წლით ადრე, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მომავალ გამარჯვებულ ,,ბენფიკასთან” უდაძაბულეს ბრძოლაში წააგო (ინგლისელებს ნამდვილად არ გაუმართლათ და გარდა ამისა 2 თამაშში 3 გოლი არ ჩაუთვალეს. კლიფსაც შეეძლო შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა, თუმცა ააცილა)
    • თასების თასის ფინალში იმდროინდელი ერთ-ერთი გრანდის, ,,ატლეტიკოს” 5:1 რბევაში ესპანელებისთვის ყველაზე საბედისწერო მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია. იგი სისწრაფით და არტისტული თამაშით მთელი შეხვედრა უშანსოდ ტოვებდა მადრიდელთა მცველებს.
    • იყო ერთ-ერთი ლიდერი ,,უელსის” ნაკრების, რომელიც პირველად და უკანასკნელად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და სიკვდილის ჯგუფიდანაც კი გავიდა (ჯგუფში იყვნენ მომავალი ჩემპიონი ბრაზილია, ფინალისტი შვედეთი და ბრაზილიასთან ერთად უპირველესი ფავორიტი უნგრეთი). უელსი ,,ფლეი-ოფში” მთელი თამაში უძალიანდებოდა ბრაზილიას, თუმცა პელეს ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე დიდი არეულობის შემდეგ მაინც გავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე იჯდა უელსის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჯონ ჩარლზი.


    დასკვნის სახით: კლიფ ჯონსი გიგზთან, ლეიტონ ჯეიმსთან და ბილი მერედიტთან ერთად აღიარებულია უელსური ფეხბურთის საუკეთესო გარემარბად. მას ახასიათებდა ,,თავხედური” შეჭრები საჯარიმო მოედანში და საკმაოდ იშვიათად თამაშობდა თავის შესაძლებლობებზე ცუდად. ის ნაკლებად ბრწყინავდა მაშინ, როდესაც მეურვეები მას ჯარიმებით სისხლს უშრობდნენ.
    ერთ-ერთი უელსური გამოცემის გამოკითხვით კლიფი მარცხენა გარემარბებში მხოლოდ თანამედროვე სიმბოლოს, რაიან გიგზს ჩამორჩა. 

    ვან ჰანეგემი (ჰოლანდია, ფეიენოორდი) - ჰოლანდიელი რიველინო

    ინფორმაცია განსჯისათვის:
    • ჰოლანდიაში ვან ჰანეგემი ითვლება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად კრუიფის შემდეგ. მას ასევე თვლიან ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ნახევარმცველად ფეხბურთის ისტორიაში.
    • მისი ოჯახის წევრები მე-2 მსოფლიო ომში გერმანელებმა დახოცეს. ვან ჰანეგემი ღიად აცხადებდა გერმანელებისადმი ზიზღს მსოფლიო თასის ფინალის წინ, თუმცა  სიძულვილი არ უშლიდა ხელს ეღიარებინა უდიდეს ფეხბურთელებად ოვერატი თუ ნეტცერი. ,,ვიმი” ორივეს საკუთარ თავზე უკეთეს შემტევ ნახევარმცველად თვლიდა.
    • მას ,,მოღრეცილი” ფეხები და თავისებური მანერა ჰქონდა პასების თუ დარტყმების შესრულებისა - განსაკუთრებული ტრაექტორიით ,,ჭრიდა” ბურთს. 
    • ითვლება ,,ფეიენოორდის” საუკუნის ფეხბურთელად (მეორე ვერსიით ჩამორჩება მხოლოდ კოლენ მულეინს)
    • ცუდ ფორმაში იყო ევროპის 76 წლის ჩემპიონატზე. ნაწილობრივ ტრავმის გამო უარი თქვა 78 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ბევრის აზრით კრუიფი/ჰანეგემის დუეტიდან ერთის ყოფნის შემთხვევაში ჰოლანდია ფინალს არ წააგებდა.
    • იყო ლიდერი, ,,ტვინი” და გადამწყვეტი მოთამაშე ერნსტ ჰაპელის ,,ფეიენოორდის”- გუნდის, რომელმაც თითქმის ყველაფერი მოიგო. 1970 წელს (თუ გავითვალისწინებთ მთლიან წელს) მისნაირი დონის თამაში მხოლოდ ოვერატმა აჩვენა. მიუხედავად ამისა ,,ოქროს ბურთზე” ჟურნალისტებისგან მხოლოდ 4 ქულა მიიღო. (ჰოლანდიის ნაკრები იმ წლებში ,,მეორე ეშელონის” გუნდიც არ ყოფილა, თავისთავად ვერც 70 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ)
    •  აღსანიშნავია 74 წელი, როდესაც ვან ჰანეგემის გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი და უეფას თასი (ჰოლანდიის ჩემპიონატი მაშინ ,,ელიტარული” გახლდათ)
    • ჰოლანდიური ცნობილი გამოცემის მიხედვით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ფეხბურთელად ისტორიაში (გავიდა მე-3 ადგილზე, პირველზე ბასკი გოიკოეჩეა). ეს ,,სახელი” მას დიდწილად მოუპოვა 71 წელს ნეესკენსისთვის იდაყვის ჩარტყმამ.
    • ვან ჰანეგემი დიდად მეგობრობდა კრუიფთან თუ ნეესკენსთან და ,,იოჰან პირველს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თვლიდა. 

    დასკვნის სახით: მიუხედავად იმისა რომ ვან ჰანეგემმა უდიდეს კვალი დატოვა ჰოლანდიურ ფეხბურთში, ის მაინც ითვლება ბოლომდე არარეალიზებულ ფეხბურთელად. ზოგიერთი მას მეტისმეტ ,,სიზანტეს” სწამებდა (ცნობილია თამაშები, სადაც ვან ჰანეგემი ფაქტობრივად ,,ადგილზე” ,,ჯადოქრობდა” და თითქმის არ დარბოდა). მას აკრიტიკებდნენ პასიურობის თუ თამაშის ,,რიტმის” ვერგაკონტროლების გამოც. ამისდამიუხედავად, ჰოლანდიას თავის ისტორიაში თითქმის არ ყოლია ასეთი დონის ,,შუა” ნახევარმცველი, თუ არ ჩავთვლით ნეესკენსს (რომელიც ძირითადად უფრო უკან მოქმედებდა) და გულიტს (რომელიც უფრო შემტევი იყო ვიდრე ,,ვიმი”).
    ვან ჰანეგემი გამოირჩეოდა ელეგანტური თამაშით, გრძელი პასებით, მისი ,,ბურთთან მოპყრობა” განსაცვიფრებელი გახლდათ. იყო კარგად განსწავლური ტაქტიკურ ასპექტში. ხშირმა ტრავმებმა მას ძალიან შეუშალა ხელი.
     განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ,,ტოტალური ფეხბურთის” აღმოცენების და ზეობის ხანაში, ვან ჰანეგემი მიეკუთვნებოდა სრულიად სხვა სტილს. ,,აიაქსი” გაცილებით უფრო თამაშობდა ,,ტოტალურ ფეხბურთს” ვიდრე 74 წლის ,,მექანიკური ფორთოხალი” (ჰოლანდიის ნაკრები). სახელგანთქმული ჟურნალისტი გრენვილი ფინალის წინ წერდა, რომ თუ ვან ჰანეგემის ადგილას ყოფილიყო გერი მიურენი და ნაკრებს ეთამაშა ,,აიაქსის” ტრიოთი (ჰაანი-ნეესკენსი-მიურენი) გერმანიის ნაკრებს  შანსი არ ექნებოდა ჰოლანდიელთა შეჩერებისა, ვინაიდან ზემოხსენებული ტრიო თამაშობდა ,,ნამდვილ” ტოტალურ ფეხბურთს - სამივე იდეალურად ასრულებდნენ ერთი-მეორის სამუშაოს და შემტევ თამაშში ხელს უწყობდნენ კრუიფს. არ იყო მიურენი, არც ჰიულსხოფი (კიდევ ერთი ,,აიაქსელი”, რის გამოც არი ჰაანს დაცვისკენ უფრო  მეტად დახევა მოუხდა) და ფინალში, ისევე როგორც მთლიან ტურნირზე ჰოლანდიელთა გუნდურ თამაშში გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. ყველაფერი ეს თავისთავად ჰოლანდიელთა  გუნდური თამაშის ორგანიზაციის პრობლემებს ეხება და არ ამცირებს სტატიის გმირს, რომელმაც ბრწყინვალე მსოფლიო თასი ჩაატარა და საყოველთაო მოსაზრებით ფინალის საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ ის გახლდათ. ჰოლანდიური ფეხბურთის ,,ასი” - ასე მოიხსენიებდნენ ორადორ ფეხბურთელს იმ დიდებული პლეადიდან: კრუიფსა და ,,ვილმუს" ვან ჰანეგემს.

    8/04/2011

    ზიტო (ბრაზილია, სანტოსი) - თანამედროვე შესატყვისი - მასკერანო

    ინფორმაცია განსჯისათვის:
    • ,,ვასკო და გამას” ლეგენდარულ ფორვარდ ადემირის აზრით, 82 წელს საჩემპიონოდ ბრაზილიას სწორედ ზიტო აკლდა, მისივე სიტყვებით: კაცი, რომელიც პელედან დაწყებული, ვავა/დიდის გავლით, ნილტონ/ჯალმა სანტოსებით დამთავრებული ყველას ,,გახსნაში” უწყობდა ხელს.
    • 58-ში, ვისენტე ფეოლას ლეგენდარული ტაქტიკა 4-2-4 სწორედ ზიტოზე იყო აგებული. იგი იყო პრაქტიკულად ერთადერთი, ვინც დაცვით სამუშაოს ასრულებდა, მან არანორმალური ხარისხის ფეხბურთი ითამაშა და მრავალი დეკადა ,,საყრდენები” მისებრს თამაშს ცდილობდნენ.
    • 1962-ში ზიტო ჩემპიონატის სიმბოლურში დასახელდა, მან ფინალში მასოპუსტის (იმ წლის ,,ოქროს ბურთი”) შემტევი პოტენციალის განახევრება არ იკმარა და უმნიშვნელოვანესი გოლიც გაუტანა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს. უმრავლესობის აზრით ფინალის საუკეთესო მოთამაშე ზიტო გახლდათ.
    • 34 წლის ზიტო თავის მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდა ნაკრებში. ტურნირის დაწყებამდე მან ტრავმა მიიღო და პირველი თამაში გამოტოვა. მომდევნო შეხვედრაში უნგრეთთან ფეოლამ ზიტო (და პელე, გადაღლილობის გამო) დაასვენა, ბრაზილიამ წააგო. არც ბოლო შეხვედრაში გამოჩენილა ზიტო, ბრაზილიამ კი ეუსებიოს პორტუგალიასთან წააგო და ჯგუფში ჩარჩა. პორტუგალიელთა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კოლუნამ უთამაშებელ ზიტოსთან საკონტინენთაშორისო თასზე მარცხისთვის ,,რევანში” აიღო (,,ბენფიკა” 2:5 ,,სანტოსის” ეპიკური შეხვედრის შედეგი საყოველთაო მოსაზრებით პელეს დიდებული თამაშის გარდა ზიტოს მიერ კოლუნას დაჯაბვნამ გამოიწვია).
    • ზიტო ხშირად კაპიტნობდა როგორც ,,სანტოსს” ისე ბრაზილიის ნაკრებს. სწორედ ის ითვლება ლეგენდარული ,,სანტოსის” ,,სულიერ ლიდერად”. მას დიდი გავლენა ჰქონდა პელეზე მოედნის გარეთაც, ,,ო რეი” მუდმივად ითვალისწინებდა მის რჩევებს პირად ცხოვრებაში. ამბობენ, რომ ერთადერთი ფეხბურთელი ვისაც პელესთვის თამაშისას არასწორი ქმედების გამო ,,პასუხის მოთხოვნა” შეეძლო ზიტო გახლდათ.
    • ზიტოს მემკვიდრე როგორც სანტოსში, ისე ბრაზილიის ნაკრებში იყო ბრაზილიელთა მეორე ლეგენდარული დაცვითი ნახევარმცველი კლოდოალდო. სანტოსში მან ზიტოს ნომერიც კი ,,გადაიბარა”, 70-ში კი ,,მის” პოზიციაზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
    • ,,ბარსელონას” ზე-ვარსკვლავური გუნდის და ,,სანტოსი” ნანატრი, ამხანაგური შეხვედრის შემდეგ - რომელიც კატალონელების საკუთარ მინდორზე განადგურებით (1:5) დასრულდა, ერთ-ერთმა ბარსელონელმა ფეხბურთელმა განაცხადა: ,,პელე ყველამ ვიცით ფენომენია, მაგრამ ზიტო 6 კაცის ფეხბურთს თამაშობს, ის დღეს საუკეთესო იყო” 
    • 78 წელს არგენტინულმა ,,ელ გრაფიკომ” ჩაატარა მასშტაბური გამოკითხვა ,,ყველა დროის სიმბოლურისა”, სადაც ის ჩამორჩა მხოლოდ არგენტინელ მორენოს და თანაგუნდელ დიდის. აღსანიშნავია, რომ მისგან განსხვავებით ორივე შემტევი ოპერაციებიეთ იყვნენ დაკავებული. გამომდინარე აქედან, ზიტო თავის პოზიციაზე ნომერი 1 კანდიდატი გახლდათ.

    დასკვნის სახით: ბრაზილიელების ,,საყრდენი ნახევარმცველების” სკოლა საქვეყნოდ განთქმულია. ალბათ არცერთ ქვეყანას, არასდროს ყოლია იმ რაოდენობის ისეთი ოსტატები ამ პოზიციაზე, როგორც ბრაზილიას: კლოდოალდო, ტონინიო სერეზო, დუნგა, მაურო სილვა, დინო სანი, ბაუერი, ემერსონი, ალემაო...ზიტომდე იმავე პოზიციაზე ნაკრებში თამაშობდა უძლიერესი დანილო ალვიმი. მხოლოდ გემოვნების საკითხია, ვინ ვის უფრო წინ აყენებს, ალვიმს თუ ზიტოს, - კლოდოალდოს, ტონინიო სერეზოს თუ დუნგას, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებს თითქმის არ ყოლია იმდენად უკანდაწეული დაცვითი ნახევარმცველი, როგორსაც ზიტო თამაშობდა. ის პოზიციით დაახლოებით დღევანდელ მასკერანოს შეესაბამებოდა, მისი სტილიც მასკერანოსას წააგავდა, თუმცა ფიზიკურად უფრო ძლიერი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი დაცვითი სამუშაო მას ებარა, იგი მაინც ახერხებდა და ითვლებოდა ძალიან ძლიერად ,,კრეატიულ” თამაშშიც.
    ზიტო გენიალური შემქნელი ვალდირ პერეირა დიდის ღირსეული პარტნიორი იყო ნახევარდაცვაში.

    იან ,,ბიმბო” პოპლუხარი (სლოვაკეთი, სლოვანი) - ძველი ბლანი

    ინფორმაცია განსჯისათვის:
    • 60-იანი წლების 1 ნახევარში მიჩნეულ იყო საუკეთესო ცენტრალურ მცველად ((ჟ)ერმანო ფიგეირედო (,,ბენფიკა”) თუ სხვებთან ერთად)
    • ის არათუ არასდროს გაუძევებიათ მოედნიდან, ყვითელიც კი არ მიუღია - არნახული მოვლენა ცენტრალური მცველისთვის (67-ში მიღებული აქვს ,,ფეირ-პლეის” ჯილდო). მას ნაკრების მწვრთნელისგან მეტსახელი ,,ბიმბოც”  აქვს შერქმეული, უწყინარი, ,,სპილოსებრი” ხასიათის გამო. ცნობილია ეპიზოდი მსოფლიო თასის ფინალში, სადაც ის მსაჯს ანიშნებს დაშავებულ პელეზე, ნაცვლად თავისთვის სასარგებლო სიტუაციის გამოყენების და თამაშის გაგრძელებისა..
    • 2000-ში სლოვაკური გამოკითხვით აღიარეს სლოვაკეთის საუკუნის ფეხბურთელად. 2003-ში კი უეფასგან მიიღო პრიზი როგორც სლოვაკეთის ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა. (ქართული შესატყვისი ამ პრიზისა მურთაზ ხურცილავას ეკუთვნის)
    • 62 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი (ჩეხოსლოვაკია დამარცხდა გარინჩას ბრაზილიასთან). განსხვავებით ოფიციალური ვერსიისგან, იმდროინდელმა ჟურნალისტებმა პოპლუხარი ჩემპიონატის სიმბოლურში მოახვედრეს, დაასახელეს რა საუკეთესო ცენტრალურ მცველად (ამ სიმბოლურში მოსახვედრად ცოტა დააკლდა მიხეილ მესხს)
    • ევროპის პირველი ჩემპიონატის (1960) ბრინჯაოს პრიზიორი (ჩეხოსლოვაკია დამარცხდა ჩემპიონ საბჭოთა კავშირთან, სადაც ბრწყინავდნენ იაშინი თუ მეტრეველი)
    • კაპიტნობდა ჩეხოსლოვაკიას, თავისი ერთადერთი გოლი ნაკრებში გაიტანა მარაკანაზე, ბრაზილიის ნაკრების კარში (2:2)
    • 1965 წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად, საუკეთესო ფორმაში მყოფ, ლეგენდარული ჩეხის, იოზეფ მასოპუსტის წინ.
    • ,,ბაზრობათა თასის” 2-გზის გამარჯვებული (,,სლოვანი” ბრატისლავა).
    • არაერთხელ მიუწვევიათ იმდროინდელ ვარსკვლავთა მატჩებში (ლეგენდარული ,,დანარჩენი ევროპის” გუნდი, რომელიც მხოლოდ უდიდესი მოვლენების დასაფასებლად იკრიბებოდა), უთამაშია დი სტეფანოსთან, პუშკაშთან, ლოუსთან, ეუსებიუსთან, ზეელერთან, კოპასთან თუ მეტიუზთან ერთად. სერ სტენლი მას ერთ-ერთ უძლიერეს და თავის ფავორიტ მცველად მიიჩნევდა. თვითონ ,,ბიმბო” კი პელეს დამფასებელი გახლდათ.
    • აღიარებულია ,,სლოვანის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
    • ირიცხებოდა და ლიდერობდა 1969 წელს, თასების თასის ფინალში რეშაკის ,,ბარსელონასთან” 3:2 მომგებ გუნდში. (გათამაშების შუა პერიოდში გადავიდა ,,ლიონში”)
    • გარდაიცვალა 2011 წელს, 75 წლის ასაკში.

    დასკვნის სახით: პოპლუხარი არამარტო სლოვაკური ფეხბურთის ლეგენდაა, არამედ ზოგადად ჩეხოსლოვაკიურისაც. მისთვის თავისუფლად გამოიძებნება ადგილი ჩეხოსლოვაკიის - ამ დიდი ისტორიის ნაკრების ყველა დროის ვირტუალურ სიმბოლურში. პოპლუხარს თამაში მოუწია მაშინ, როდესაც თავის საუკეთესო თამაშებს აჩვენებდნენ: ეუსებიო, პელე, გარინჩა, ხენტო, პელე თუ ლუისიტო სუარესი. ,,ბიმბო” ძალიან ძლიერი ,,სტოპერი” (პერსონალურად მოთამაშე) გახლდათ. ხშირად თამაშობდა ნახევარდაცვაშიც, იყო ფიზიკურად ძლიერი, პასში და საერთოდ თამაშში ,,აკურატული” მცველი, ზოგჯერ ნახევარმცველიც. შესანიშნავად კითხულობდა თამაშს და იშვიათად აგებდა საჰაერო ორთაბრძოლებს. ყოფილ საბჭოთა კავშირს თუ აღმოსავლეთ ევროპას მთლიანად (უნგრეთი, ყოფილი იუგოსლავია, პოლონეთი და ა.შ.) ბევრი უდიადესი ცენტრალური მცველი ყოლია, ველიბორ ვასოვიჩი (სერბეთი), ალბერტ შესტერნიოვი (საბჭოეთი), ხურცილავა, ჩივაძე თუ სხვები, მაგრამ პოპლუხარი ამ გიგანტებშიც ერთ-ერთი მოწინავეა. 
    ფეხბურთის ისტორიაში ცოტა თუ ყოფილა ამ სლოვაკ ფეხბურთელზე უკეთესი ,,სტოპერი”.